სად აღინიშნება თბილისში საახალწლო დღესასწაულები - მერის პასუხი

© photo: Sputnikთავისუფლების მოედანი ახალ წელს
თავისუფლების მოედანი ახალ წელს - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
საახალწლო სოფლების სტუმრებს ელოდება კონცერტები, ბაზრობები და მასტერ-კლასები
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. თბილისში საახალწლო სოფლები 16 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერმა 15 დეკემბერს 20:00 საათზე ყველა დაპატიჟა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე და აღნიშნა, რომ იქ მისულ ადამიანებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა ელის. წელს საახალწლო ღონისძიებები სლოგანით „თბილისი ევროპული ქალაქია“ გაიმართება.
„20:00 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ყველას გვექნება შესაძლებლობა, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. მობრძანდით თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, სასიამოვნო საღამო გელოდებათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საახალწლო სოფლებში ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები.
„მთლიანობაში, 23 ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამავე პერიოდში, „საახალწლო სოფელში“ მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ.
დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს.
ყველა ახალი ამბავი
0