„ჩემი კარიერა ახლა იწყება" - ნინი ბრეგვაძე ამერიკულ Voice-ს გამოეთიშა

© courtesy of Nini Irisნინი ბრეგვაძე (Iris)
ნინი ბრეგვაძე (Iris) - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
ნახევარფინალში მომღერალმა ბრწყინვალედ შეასრულა სიმღერა Mad World.
თბილისი,13 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკული Voice-ის ფინალში ვერ გავიდა, მომღერალმა ტელემაყურებელთა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.
ფინალში გასასვლელად მომღერალს მაყურებლის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მაგრამ ქართველმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.
ნინიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მსმენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა The Voice-ს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის! მადლობა ნაილ ჰორანს საუკეთესო მენტორობისა და მეგობრობისთვის! მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის. ჩემი კარიერა ახლა იწყება“, - დაწერა ნინიმ.
ნახევარფინალში მომღერალმა ბრწყინვალედ შეასრულა სიმღერა Mad World.
ნინი ბრეგვაძეზე ქართველმა მსმენელმა პირველად მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც ნინი გამოჩნდა, იყო ქართული „ვოისი“. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძე ახლა Nini Iris-ის ფსევდონიმით გამოდის.
ნინი უკვე შვიდი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს.
ყველა ახალი ამბავი
0