https://sputnik-georgia.com/20231208/ramden-mgzavrs-moemsaxura-qutaisis-aeroporti-noembersi-284796591.html
რამდენ მგზავრს მოემსახურა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში
რამდენ მგზავრს მოემსახურა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში
Sputnik საქართველო
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება. 08.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-08T13:27+0400
2023-12-08T13:27+0400
2023-12-08T13:27+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500264_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_ce582c5b6324be4ae68b02e675044b8e.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 86%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. კომპანიის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 133.732 მგზავრმა ისარგებლა. 2022 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 71.746 მგზავრი იყო. მგზავრთნაკადის გარდა, ნოემბრის თვეში მნიშვნელოვანი ზრდაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების კუთხითაც - დაფიქსირდა 56%-იანი ზრდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში 417 რეისს მოემსახურა (2022 წლის ნოემბერში შესრულდა 268 რეისი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა>>2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება, ხოლო 19 დეკემბრიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბული-ქუთაისი-სტამბულის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500264_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_4acd2c96cd43698cd72687a0cd08861f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი
რამდენ მგზავრს მოემსახურა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 86%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
კომპანიის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 133.732 მგზავრმა ისარგებლა. 2022 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 71.746 მგზავრი იყო.
მგზავრთნაკადის გარდა, ნოემბრის თვეში მნიშვნელოვანი ზრდაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების კუთხითაც - დაფიქსირდა 56%-იანი ზრდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში 417 რეისს მოემსახურა (2022 წლის ნოემბერში შესრულდა 268 რეისი).
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება, ხოლო 19 დეკემბრიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბული-ქუთაისი-სტამბულის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.