ექსპერტი: საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის

© photo: Sputnik / Stringerარჩილ სიხარულიძე
არჩილ სიხარულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2023
გამოწერა
ექსპერტმა ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა შეაფასა
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ბევრად უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა, ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჯერ მზად არ არის, განაცხადა „Sputnik- საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ.
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ევროკავშირს სჭირდება განვითარებული ქვეყანა განვითარებული ეკონომიკით, განვითარებული ხალხით. მოდით შევთანხმდეთ, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან შორს არიან ამისგან, საქართველო კი, უბრალოდ ჯერ არ არის ამისთვის მზად. ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემას მოგვიტანს, ვიდრე სარგებელს. ამიტომაც აჩქარება არ ღირს, საჭიროა ჩვენი ეკონომიკის განვითარება და ჩვენი კეთილდღეობა“, - განაცხადა სიხარულიძემ.
ამასთან, ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი ქართველი ხალხის ნამდვილი შეურაცხყოფა იყო, რომლებიც მის მოპოვებას ბოლო 20 წელია ცდილობენ.
„კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიგვეღო. ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ევროკავშირის განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო მოლდოვაზე და უკრაინაზე დაბლაა, დარტყმა იყო ყველა ადამიანისთვის... ჩვენ ნამდვილად დაგსაჯეს. ჩვენ რეალურად იმის გამო დაგვსაჯეს, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“, - აღნიშნა სიხარულიძემ.
ექსპერტის აზრით, ევროკავშირის წარმომადგენლების მსგავს გადაწყვეტილებას უნდა გამოეწვია საქართველოში კრიტიკის აურზაური, ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება და მათი შემდგომი დამხობა.
„მაგრამ აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ელიტა მაინც არ იყო კმაყოფილი და რიგითმა მოქალაქეებმა ეს უბრალო შეურაცხყოფად შეაფასეს. რადგანაც საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში შრომობდა დემოკრატიის სახელით, როცა ყველა მაჩვენებლით საქართველოს დონე, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, უფრო მაღალია, ეს უბრალოდ იმედგაცრუება იყო“, - აღნიშნა სიხარულიძემ.
ექსპერტის თქმით, საქართველოში დასავლეთის წარმომადგენლებთან „ხალიჩაზე სიარული“ მოდიდან დიდი ხანია გადავიდა.
„რადიკალური „პროდასავლურობა“, როცა ყველგან ვყვირით, რომ ღმერთი არ არსებობს დასავლეთის გარდა, ეს აღარ იყიდება. ხალხს უნდა დაინახოს, რომ პირველ რიგში სახელმწიფო და ხელისუფლება ფიქრობს საკუთარ მოქალაქეებზე და არა ბრიუსელი ან ვაშინგტონი“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.
როგორც სიხარულიძემ განაცხადა, მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული კონკურენტები არ ჰყავს.
„წარუმატებელი გამოცდილება" - „ოცნება" ოპოზიციასთან თანამშრომლობას სკეპტიკურად უყურებს>>>
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მმართველ პარტიას ჰყავდეს ასეთი კონკურენტი, რადგან არჩევნებამდე გაცილებით ნაკლები დრო რჩება, ვიდრე ჩანს.
„წინ გვაქვს დეკემბერი - პოლიტიკური აქტივობის „მკვდარი“ თვე, რადგან ხალხი საახალწლოდ ემზადება. ანუ რეალურად ოპოზიციას რჩება მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი და სექტემბერი. დანარჩენ დროს, ამომრჩეველს არჩევნების დრო არ აქვს, ამომრჩეველს თავისი ცხოვრება აქვს“, - განაცხადა სიხარულიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შანსებს მომავალ არჩევნებზე, ექსპერტის აზრით, „ქართული ოცნება“ ძალიან მარტივად გაიმარჯვებს.
„ვფიქრობ, მე და თქვენ მშვენივრად გვესმის და დასავლეთშიც მშვენივრად ხედავენ ამას, რომ დღევანდელი ქართული ოპოზიცია უბრალოდ ტრაგედიაა“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
საუბრისას ექსპერტმა ნიკა მელიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გარიცხვის თემაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის წევრობით გადაიხადა იმის გამო, რომ არ შეასრულა დაკისრებული ამოცანები, კერძოდ, შტურმით არ აიღო ის კლინიკა, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
„მას აქეზებდნენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც არ შეასრულა, მაგალითად, იმ საავადმყოფოზე შტურმი, სადაც სააკაშვილი წევს. სიმართლე გითხრათ, არანაირი შტურმი და მსგავსი სისულელე არ შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან იგივე ხაბეიშვილს არაფერი გაუკეთებია. მთელი ეს რევოლუციები, ყველა ეს შტურმი წარსულშია“, - განაცხადა სიხარულიძემ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
ამასთან, ოფიციალურად სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრიც კი არ არის. მას არ აქვს უფლება იყოს პარტიის წევრი საქართველოში, რადგან არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა - მსჯავრდებულმა სააკაშვილმა მოქალაქეობაზე უარი მრავალი წლის წინ, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ თქვა.
ყველა ახალი ამბავი
0