ქართველი ძიუდოისტები ტოკიოში წლის დასკვნით ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას

© photo: Sputnik / Stringerძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
გამოწერა
გამოცდილ და ტიტულოვან სპორტსმენებთან ერთად მედლებისთვის ახალგაზრდა ძიუდოისტებიც იბრძოლებენ.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრები 2-3 დეკემბერს ტოკიოში დიდი სლემის (Tokyo Grand Slam-2023) პრესტიჟულ ტურნირში განახლებული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
გამოცდილ და ტიტულოვან სპორტსმენებთან ერთად მედლებისთვის ახალგაზრდა ძიუდოისტებიც იბრძოლებენ. 2023 წლის დიდი სლემის ფინალურ ტურნირში 16 ძიუდოისტი - 13 მამაკაცი და სამი ქალი მიიღებს მონაწილეობას.
მამაკაცები:
ლუხუმ ჩხვიმიანი - 60 კგ
გიორგი სარდალაშვილი - 60 კგ
ვაჟა მარგველაშვილი - 66 კგ
თენგო ზირაქიშვილი - 66 კგ
გიორგი ტერაშვილი - 73 კგ
ლაშა შავდათუაშვილი - 73 კგ
ალექსანდრე ლოლაძე - 81 კგ
ლუკა მაისურაძე - 90 კგ
ლუკა ბაბუციძე - 90 კგ
ვარლამ ლიპარტელიანი - 100 კგ
გიორგი ბერიაშვილი - 100 კგ
შალვა გურეშიძე - +100 კგ
ლევან მათიაშვილი - +100 კგ.
ქალები:
ეთერ ლიპარტელიანი - 57 კგ
ეთერ ასკილაშვილი - 63 კგ
სოფიო სომხიშვილი - +78 კგ.
საქართველო 2022 წელს ტოკიოს პრესტიჟულ ტურნირზე მხოლოდ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა წარმოადგინა და ბრინჯაოს მედალი აიღო. ტურნირი იაპონელების ტრიუმფით დასრულდა - ხუთი ოქრო მამაკაცებში და შვიდი ოქრო ქალებს შორის.
ყველა ახალი ამბავი
0