რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კერძო სექტორის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური წინსვლისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის როლი გადამწყვეტია.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავასთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
უწყების მიერ გავრცელებულიინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკთან არსებულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს ბანკის ამჟამინდელ პორტფელს, რომელიც შედგება 18 ინვესტიციისგან და მოიცავს 1,9 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო ADB-ის ჯამური პორტფელი 4,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ფისკალური და საბიუჯეტო პარამეტრები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რაც ქვეყანამ აჩვენა 2023 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტირებას ახორციელებს რეფორმებში, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის გამარტივებას, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, 2024 წელს იყოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების მასპინძელი-ქვეყანა.
საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებისთვის ემზადება>>>
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა კოლეგებთან ერთად საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, რათა გაეცნოს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მზადებას, რომელიც 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში პირველად გაიმართება. 57-ე ყოველწლიურ ფორუმს 4 ათასამდე მონაწილე და გამორჩეული სტუმარი დაესწრება, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, 68 წევრი ქვეყნის დელეგაციები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ყველა ახალი ამბავი
0