ილია დარჩიაშვილი ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

© AP Photo / Shakh Aivazovილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2023
გამოწერა
მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 29 ნოემბერი -1დეკემბრის პერიოდში გაიმართება.
მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვედრებს გამართავს ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდტთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბუიარ ოსმანთან და ODIHR-ის დირექტორ მატეო მეკაჩისთან.
სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა-მინისტრებთან ევროპის ქვეყნებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0