მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჰამასი ღაზას აღარ აკონტროლებს: ცაჰალის ფოტო ღაზის პარლამენტიდან

© AP Photo / Leo Correa
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2023
გამოწერა
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი აღარ აკონტროლებს ღაზის სექტორს, განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.
„ჰამასმა დაკარგა კონტროლი ღაზაზე. ტერორისტები ღაზის სექტორის სამხრეთისკენ გარბიან. მშვიდობიანი მოქალაქეები ძარცვავენ ჰამასის ბაზებს. ისინი აღარ ენდობიან ხელისუფლებას“, — აღნიშნა გალანტმა მიმართვაში, რომელიც ისრაელის მთავარი ტელეარხებით გადაიცა.
მისი თქმით, ცაჰალი ტერორისტებს გვირაბებიდან გამოძევებს, რის შემდეგაც ისინი ან განადგურდებიან, ან „უნდა დანებდნენ ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე“.
„მესამე ვარიანტი არ იქნება“, — დასძინა გალანტმა.
მოგვიანებით ისრაელის მედიამ გამოქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ დგანან ცაჰალის მებრძოლები ღაზის საკანონმდებლო საბჭოს შენობაში ისრაელის სახელმწიფო დროშით, რომელსაც ჰამასი 2007 წლიდან აკონტროლებდა.
ყველა ახალი ამბავი
0