საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტებს კონსტიტუციის დარღვევით განაგრძობს - დეპუტატი

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საფრანგეთში აჩვენებს, რომ ის განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას და არ აპირებს კანონის უზენაესობის დაცვას, განაცხადა დეპუტატმა საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალიდან" ეკა სეფაშვილმა.
ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში მიემგზავრება პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობისთვის. პრეზიდენტის თქმით, ის აპირებს იგივე გააკეთოს, რასაც აქამდე აკეთებდა - საქართველოს კანდიდატურის ლობირება. მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ზურაბიშვილს ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.
„პრეზიდენტი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევით ვიზიტებს, მან განახორციელა ვიზიტი, რომელიც არ იყო შეთანხმებული მთავრობასთან. ეს არის მისი სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ მიიწეროს საქართველოს დამსახურება კანდიდატობის სტატუსის მონიჭების კუთხით და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გაგზავნოს მესიჯი, რომ სწორედ ის არის პირი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება", - განაცხადა სეფაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც ამის სჯერა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრეზიდენტი განაგრძობს თავის დესტრუქციულ ქმედებებს, რომლებიც, მისი აზრით, მხოლოდ ხელს უწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებასა და უპატივცემულობის გაზრდას საზოგადოების მხრიდან.
„პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, ვინც ხელს უნდა უწყობდეს დეპოლარიზაციას, ვინც, პირველ რიგში, პატივს უნდა სცემდეს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას. ყველაფერ ამას პრეზიდენტი აკეთებს პირიქით. ჩემთვის გაუგებარია მისი მოქმედების მიზანი, გარდა იმისა, რომ ხალხის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა მისი ნათქვამის, დაანახოს, თითქოს ის რამენაირად მონაწილეობს სტატუსის მიღებაში", - განაცხადა სეფაშვილმა.
პრეზიდენტი პოლიტიკურ გუნდს ქმნის - დეპუტატი>>
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილის ქმედებების გამო კონსტრუქციული თანამშრომლობა მასთან მომავალში რთული წარმოსადგენია.
„ჩვენ პრეზიდენტს მოვუწყვეთ იმპიჩმენტი, უმრავლესობამ მას გამოუცხადა იმპიჩმენტი. ანუ, მას ჩვენი მხრიდან უკვე ნდობა აღარ აქვს. ასე რომ, ძალიან რთულად წარმომიდგენია, რანაირად უნდა იყოს ჩართული იგი სახელმწიფოს შემდგომ საქმიანობაში ან რა ტიპის კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, როცა ჩვენ გასული წლის განმავლობაში დავრწმუნდით მის დესტრუქციულ ქმედებაში და იმაში, როგორ მავნებლობს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ", - აღნიშნა მან.
სეფაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადებები, კონსტიტუციის დარღვევა - ეს ყველაფერი ამის ნათელი დადასტურებაა. ამიტომ ძალიან ძნელია შემდგომი კონსტრუქციული თანამშრომლობის წარმოდგენა, აღნიშნა დეპუტატმა.
სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკაში დარჩენა სურს - ირაკლი ღარიბაშვილი>>
„თუმცა, თუ იგი შეინარჩუნებს იმ პირობებს, რომ არ დაარღვიოს კონსტიტუცია და იმოქმედოს მკაცრად კონსტიტუციის ფარგლებში, ალბათ იქნება სივრცე, რათა რაღაც ტიპის თანამშრომლობა იყოს. მისი დღევანდელი ვიზიტი ცხადყოფს, რომ არ აპირებს, დაიცვას კანონის უზენაესობა და ქვეყნის ინტერესებით იმოქმედოს", - განაცხადა სეფაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება.
ყველა ახალი ამბავი
0