ჭიათურის მაღაროში მუზეუმი მოეწყობა

© photo: Oh My Georgia / FB ჭიათურა
 ჭიათურა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის მაღაროში, რომელიც წლების განმავლობაში იყო დახურული, მუზეუმი მოეწყობა.
მუზეუმში წარმოდგენილი იქნება მადნის მოპოვება-დამუშავების მეთოდები და ტექნოლოგიური განვითარების ეტაპები.
დამთვალიერებლები სპეციალური მატარებლით აღმოჩნდებიან გვირაბში, საიდანაც სხვადასხვა სივრცესა და საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლებენ.
„მუზეუმში იქნება მანეკენები, ინვენტარი, რითაც ხდებოდა მანგანუმის მადნის მოპოვება და დამუშავება და ასევე ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა სპეციალური მატარებლით შევიდნენ და დაათვალიერონ ეს მაღარო და მადნის მოპოვების მთელ ისტორიას გაეცნონ“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველმა ბესიკ კირთაძემ.
მაღარო-მუზეუმის პროექტი, რომელიც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით მომზადდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა.
„ეს იქნება ჩვენს ქალაქში ტურისმის განვითარებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.
კომპანიასა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის მაღარო- მუზეუმთან დაკავშირებით შესაბამისი შეთანხმება დაიდო, რომელსაც ხელი "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა მოაწერეს.

ისტორია

ჭიათურაში მანგანუმის (შავი ქვის) მოპოვება 1879 წლიდან დაიწუეს, რომლის ინიციატორიც ქართველი მწერალი აკაკი წერეთელი ჭიათურის საბადოს ტერიტორია თავდაპირველად 10 სოფელს მოიცავდა.
1918 წლისათვის, მწარმოებლების უმეტესი ნაწილი ერთ სააქციო საზოგადოებაში გაერთიანდა. მათი კაპიტალი 30 მილიონ ოქროს მანეთს შეადგენდა და აერთიანებდა 165 საწარმოს.
ჭიათურაში არსებული 22 ფირმიდან, 6 წარმოადგენდა ქართველთა საკუთრებას, მათ შორის იყო ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოება. მრეწველთა საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ, ქართული მანგანუმი უმსხვილესი საწარმო გახდა.
1919 წელს ჭიათურის მანგანუმის ექსპორტზე მონოპოლია გამოცხადდა. ექსპორტის უფლება მიენიჭა საზოგადოება „ჩემოს“. 1919 წელს გაიტანეს 2,6 მილიონნი ტონა მანგანუმი, ხოლო 1920 წელს — 12 მილიონი ტონა.
შავი ქვის მრეწველთა საზოგადოება აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო სამიანობას, აფინანსებდა სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლას. 1918 წელს, შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და წიგნსაცავი და ლაბორატორია აჩუქა ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
გასაბჭოების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად ჩაერია ჭიათურის მანგანუმის მოპოვებაში. 1925 წელს, შავი ქვის მრეწველთა საზოგადოებამ და ორგანიზაცია „ჩემო“-მაც არსებობა შეწყვიტა. საბჭოთა ხელისუფლებამ, მანგანუმის მოპოვების უფლება 20 წლით გადასცა ამერიკულ კომპანია „ჰარიმანს“, თუმცა, ეს თანამშრომლობა მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა.
ყველა ახალი ამბავი
0