ბინა მაშინ გაძარცვეს, როცა პატრონებს ეძინათ: საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Kostis Ntantamis / გადასვლა მედიაბანკშიპოლიციის ელიპაჟი
პოლიციის ელიპაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
გამოწერა
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირების ჩხრეკისას დანა, სახრახნისი და მოპარული ნივთები ამოიღეს
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საბერძნეთში საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებმა ბინაში აივნიდან შეაღწიეს და ჩანთები, პასპორტები და სხვა პირადი ნივთები მოიპარეს - ინციდენტის დროს მეპატრონეები სახლში იმყოფებოდნენ და ეძინათ.
სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეები „საეჭვო ქცევის გამო“ მაშინ დააკავეს, როცა ისინი საცხოვრებელი კორპუსიდან გადიოდნენ. მედიის ინფორმაციით, მამაკაცებმა გაქცევა სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათი დაკავება შეძლო.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირების ჩხრეკისას დანა, სახრახნისი და მოპარული ნივთები ამოიღეს - ნივთები მეპატრონეებს დაუბრუნდათ.
ყველა ახალი ამბავი
0