უფასო სწავლა რუსულ უნივერსიტეტში – როგორ უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეებმა

გამოწერა
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯზე 2024-2025 წლებში უფასოდ სწავლის კანდიდატების შერჩევა 1 სექტემბერს დაიწყო და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. როგორ ჩააბარონ ქართველმა აბიტურიენტებმა უფასოდ, ვიდეოში იხილავთ
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუს თანამემამულეებს (რომლებსაც აქვთ დროებითი ან სრული უფლება საქართველოში ცხოვრების და არ არიან რეგისტრირებულები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 01.09.2023 წლის მონაცემებით).
რუსულ უნივერსიტეტში ჩასაბარებელი 4 ნაბიჯი:
— გაიარეთ რეგისტრაცია საინფორმაციო სისტემაში education-in-russia.com;
— შეავსეთ ანკეტა სურათით, სკანირებული პასპორტითა და განათლების დამადასტურებელი საბუთით (ან განათლების შესახებ ცნობით);
— წარმატებით გაიარეთ შესარჩევი გამოცდები შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციაში;
— მიიღეთ მოწვევა რუსული უმაღლესი სასწავლებლიდან რუსეთის სასწავლად და აიღეთ სასწავლო ვიზა.
ყველა ახალი ამბავი
0