მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ისრაელისთვის 14,3 მლრდ დოლარის გამოყოფას უყრის კენჭს

© photo: Sputnik / Igor' Mikhalev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის რესპუბლიკელების მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად, იუწყება BBC News.
არსებული ცნობით, ამ დახმარებიდან 4 მილიარდი დოლარი ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათისა“ და „დავითის შურდულისთვის“ იქნება განკუთვნილი, ხოლო 1,2 მილიარდი დოლარი თავდაცვის სისტემა „რკინის სხივის“ შემუშავებას მოხმარდება.

„თანხების გამოყოფა შეთავაზებულია ქვეყნის საგადასახადო სამსახურის დაფინანსების შემცირებისა და ასევე უკრაინისთვის ერთდროული დახმარების მიუცემლობის გზით“, — წერს BBC News.

იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, ის ჯერ წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უნდა დაამტკიცოს, მერე კი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.
ამ დროისათვის რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ წარმომადგენელთა პალატაში, სენატს კი ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები აკონტროლებენ.
სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელთა ინიციატივას მკვდარი იდეა უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, სენატში არანაირი შანსი არ აქვს.
დემოკრატები შემოსავლების სამსახურის დაფინანსების შემცირებას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტს გაზრდის.
გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, ისრაელისა და უკრაინის დახმარება ერთიან საკანონმდებლო აქტში მოაქციოს და არა ცალ-ცალკეში. ეს ყველაფერი კი, როგორც ამერიკული მედია წერს, სავარაუდოდ გაართულებს კანონპროექტის მიღებას.
წყარო: BBC News.
ყველა ახალი ამბავი
0