ზახაროვა: რუსეთმა შეინარჩუნა ჟურნალისტიკა, როგორც განსაკუთრებული პროფესია

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. რუსეთმა შეინარჩუნა ჟურნალისტიკა, როგორც განსაკუთრებული პროფესია, რომელიც საშუალებას აძლევს მსოფლიოს, არ გადაიჩეხოს ინფორმაციულ „აღსასრულში“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
ამაზე მან დსთ-ის ქვეყნების II მედიაფორუმზე ისაუბრა სახელწოდებით „მედიის განვითარება ცვალებად სამყაროში“.
„იწყება იმის გაცნობიერება, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ ადამიანის პირად მსოფლმხედველობასა და მის ქსელში საქმიანობას, ჟურნალისტიკას შორის ტოლობის ნიშანი დაისმებოდა, რისი უფლებაც ყველას აქვს ინტერნეტში, საჯარო სივრცეში. ეს ყველაფერი რომ აღრეულიყო, საზღვრები რომ წაშლილიყო ... პროფესიული ჟურნალისტიკის გარეშე, ჩემი აზრით, საინფორმაციო „ქვეყნის აღსასრული“ დადგებოდა“, — განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, პოსტ-სიმართლისა და ფეიკების სამყაროში პროფესიონალი ჟურნალისტიკის მოწოდება — ეს ისაა, რომ არ დაუშვას მსოფლიოს „ყალბ მედია გარემოში“ ჩახრჩობა. ზახაროვას აზრით, რუსეთში, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის შენარჩუნება.
„სწორედ რუსეთი და ასევე ბელორუსია ყოველთვის იცავდნენ ჟურნალისტიკას, როგორც განსაკუთრებულ პროფესიას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, მოვალეობები და, ბუნებრივია, უფლებები”, — აღნიშნა მან.
ფორუმი, რომელიც მოსკოვში ოთხშაბათს გაიხსნა, დსთ-ში მასმედიის საშუალებების საქმიანობისა და მისი პერსპექტივების ანალიზს ეძღვნება.
ყველა ახალი ამბავი
0