პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

© Sputnik / STRINGERპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას, ცვლილებები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს.
„მოქალაქეობის შესახებ“ კანონი მარტივდება იმ პირებისთვის, რომელთა ფიზიკური, გონებრივი ან ინტელექტუალური/სენსორული დარღვევები შეუძლებელს ხდის ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და მისი კანონმდებლობის ცოდნის შემოწმებას იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა ჩვეული წესით ან გამონაკლისის სახით, ასევე აღადგინონ დაკარგული მოქალაქეობა.
გარდა ამისა, მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის განმეორებით შეტანისას აუცილებელი აღარ იქნება სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნაზე ტესტირების გავლა. გამოცდის ჩაბარებისას ტესტირების შედეგები ძალაში იქნება 1 წლის მანძილზე. ამასთან, ტესტირების გავლა შესაძლებელი იქნება უცხოეთში საქართველოს დიპწარმომადგენლობასა და საკონსულოებში.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებისთვის განმეორებით მიმართვის ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება.
გარდა ამისა, სიახლე იქნება მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მიღების გამარტივება. კერძოდ, მოქალაქეობის არმქონე პირი მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0