ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხანძარია

© photo: Sputnik / Stringerხანძარი ბორჯომის ტყეში
ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
ხანძარი ლუგელას ხეობის მთის ერთ-ერთ ფერდზე ბალახებსა და ბუჩქებს გაუჩნდა.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლუგელას ხეობაში ხანძარია. ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს უკიდია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლის მრავალწლოვან მცენარეებზე გავრცელების საშიშროების გამო ხანძრის ქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო, იუწყება „პირველი არხი".
ცეცხლი ხეობის მთის ერთ-ერთ ფერდზე გაჩნდა, რაც გუშინ საღამოს შენიშნეს.
როგორც „პირველ არხს" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ განუცხადა, ხანძრის მასშტაბი დიდი არ არის, მაგრამ საშიშროებაა, რომ ხანძარი მრავალწლოვან მცენარეებს მოედოს.
„გამოვიძახეთ ვერტმფრენი. უკვე დაწყებულია მდინარე ხობისწყალზე წყლის დაგუბების მოწყობა. ხანძარი დასახლებული ადგილიდან საკმაოდ შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა გოგუამ.
ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძრის კერა ტექნიკისთვის მიუვალია და ამიტომ მეხანძრეები ფეხით გადაადგილდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0