მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ღაზაში ცაჰალის ტანკები დააფიქსირეს - ვიდეო

© AP Photo / Ariel Schalit
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2023
გამოწერა
თბილისი, 30 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ტანკები ქალაქ ღაზის შესასვლელთან დააფიქსირეს, იუწყება AFP თვითმხილველებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, ცაჰალის ტანკებს ანკლავის სამხრეთისა და ჩრდილოეთის დამაკავშირებელი გზა ჰქონდათ ჩაკეტილი, რომელიც ამ დროისათვის უკვე გახსნილია.
ღაზაში ისრაელის ტანკების ყოფნის დამადასტურებელი ვიდეო სოციალური ქსელებით გავრცელდა.
ამასთან ისრაელელი სამხედროები არ აკეთებენ კომენტარს, თუ სად იმყოფება მათი ძალები ღაზის სექტორში.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება AFP-ს ინფორმაცია სიმართლეს, ცაჰალის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ დეტალებს არ გაამხელს. და იქვე დასძინა, რომ ებრაელი სამხედროების უსაფრთხოება ისრაელის პრიორიტეტია.
ამასთან ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ცაჰალმა ღაზის სექტორში ოპერაციების მასშტაბი გააფართოვა და ღაზაში დამატებითი ძალები გაგზავნა − „ქვეითების, ტანკების, საინჟინრო დანაყოფებისა და არტილერიის ჩათვლით“.
ყველა ახალი ამბავი
0