კანონდარღვევით მოქმედი რამდენი „ფსიქოტროპული აფთიაქია" გამოვლენილი - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Murad Orudzhevაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს კანონდარღვევით მოქმედი ე.წ. ფსიქოტროპული აფთიაქების გამოვლენის მიზნით.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა წელს თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი გამოავლინეს, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, ნათქვამია ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამოღებულია დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სააფთიაქო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე იქ მომუშავე, დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული პირებიც.

ჯამში სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ.

„სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით მათ ნაწილს გარკვეული პერიოდით აეკრძალა ფარმაცევტული საქმიანობა", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0