დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმაციას „რადიკალური ოპოზიციის“ რიგებში ეძებს

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, საზოგადოებამ უკვე იხილა პრეზიდენტის ოპოზიციაში გადასვლის პროცესი.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაკარგა აქტუალობა და სრულად ჯდება „რადიკალური ოპოზიციის" დღის წესრიგში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.
„ქართულმა ოცნებამ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო იყო 100 დეპუტატის ხმა, მაგრამ იმპიჩმენტს მხარი მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ პრეზიდენტის მოქმედებები არაკონსტიტუციური იყო. ამას დაემატა ის, რომ პრეზიდენტი მის ლეგიტიმაციას ეძებს რადიკალური ოპოზიციის რიგებში. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მან აქტუალობა დაკარგა, ის თავიდან ბოლომდე ეწერება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ „ნაციონალურ მოძრაობას" და მის მომხრეებს. მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, არამედ არის „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი. მისი თქმით, ზურაბიშვილი პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალურად იქნება.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ უკვე იხილა პრეზიდენტის ოპოზიციაში გადასვლის პროცესი.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რაც ნამდვილად არ შეეფერება სახელმწიფო მეთაურს. როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლის პროცესი. ახლა, ალბათ, თავად, კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავენ – რომელ ოპოზიციურ პარტიაში, ოჯახში არის ის და ვის მიეკუთვნება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როგორც ადრე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ზურაბიშვილი ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან და ექს-პრემიერ, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასთან ერთად პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება გადადგეს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა - ოპოზიციონერი>>>
გუშინ კი პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ზურაბიშვილი შეიძლება გადადგეს.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მის მემკვიდრეს 2024 წელს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული პარტიები.
არჩევნები საქართველოში
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, დღეისთვის ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
ყველა ახალი ამბავი
0