თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი: რა განიხილეს საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა

© Government of Georgiaნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი
ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობა და რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერის აუცილებლობა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში იმყოფება „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნა. მასში 63 ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები. ღონისძიება საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა >>
პრემიერ-მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გამართვის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ფორუმზე გამართული დისკუსიები მყარ საფუძველს შექმნის სამომავლოდ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის.
მთავრობის მეთაურებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
რაც შეეხება ფორუმს, მისი მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ასევე დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიება მოიცავს ათ სესიას: ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიები. ღონისძიების მოდერატორები არიან BBC-ს, Bloomberg-ისა და DW-ის წამყვანი ჟურნალისტები.
ფორუმის მეორე დღე დაეთმობა საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B).
საქართველო შესაძლოა გახდეს ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდო მოლაპარაკების ადგილი - ალიევი >>
საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს-წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. იმ დროიდან მოყოლებული სამი ღონისძიება ჩატარდა.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
ამ წლების მანძილზე საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0