მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყირგიზეთში SCO-ს მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომა დაიწყო

© photo: Sputnik / Bolat Shaikhinov
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. ყირგიზეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ქვეყნების მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომა დაიწყო გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი მონაწილეობს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
მანამდე დელეგაციათა ხელმძღვანელების დახვედრის ცერემონია, ასევე მათი შეხვედრა გაიმართა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვთან, რომელიც პრესისთვის დახურული იყო.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრები განიხილავენ SCO-ს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ღონისძიებებს სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.
აღინიშნება, რომ დღესვე ბიშკეკში ევრაზიული მთავრობათშორისი საბჭოსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომებიც გაიმართება.
როგორც ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, მაღალი დონის სტუმრების უსაფრთხოებას დაახლოებით 4 ათასი სამართალდამცველი უზრუნველყოფს.
ღონისძიებების პერიოდში ყირგიზეთის დედაქალაქის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლებაზეა გადასული.
ყველა ახალი ამბავი
0