გიორგი ჯაბნიაშვილმა აბუ-დაბის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© photo: Sputnik / Stringerდიდი სლემი-2023. ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე
დიდი სლემი-2023. ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
ჯაბნიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იპონი ერთ წუთში გამოიმუშავა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა, 20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში 24-26 ოქტომბერს ძიუდოს გრანდ სლემი იმართება. აბუ-დაბიში 77 ქვეყნიდან 454 ძიუდოისტი წარდგება: მამაკაცებში 60 კგ, 66 კგ, 73 კგ, 81 კგ, 90 კგ, 100 კგ და +100 კგ. ქალებში: 48 კგ-მდე, 52 კგ, 57 კგ, 63 კგ, 70 კგ, 78 კგ და +78 კგ.
ჯაბნიაშვილმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ესტონელ კლენ-კრისტოფერ კალიულაიდს ორი ვაზარით მოუგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში პირველი ოქრო მოიპოვა >>
გუშინ ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქრო მოუტანა.
2022 წელს აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გახდნენ, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) ვერცხლის მედალი აიღო, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ბრინჯაოსი.
ყველა ახალი ამბავი
0