ბათუმის სასამართლომ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
მოსამართლის განმარტებით, ბრალდებული თავდაცვის ფარგლებში მოქმედებდა.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ბათუმის ღამის კლუბის ტერიტორიაზე მეგობრის ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძე, იუწყება აჭარის ტელევიზია.
თუთაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ შეცვალა თავდაპირველი ჩვენება, რათა განაჩენი შემსუბუქებულიყო. მოსამართლე კოტე ჭილაიამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბრალდებული თავდაცვის ფარგლებში მოქმედებდა, იუწყებიან მედიასაშუალებები.
თავად ბრალდებული დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.
მასმედიის მონაცემებით, პროკურატურა განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ბრალდების ვერსიით, სირაბიძე განზრახ მოქმედებდა და არა დასაშვები თავდაცვის ფარგლებში.
სირაბიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 2023 წლის 11 მარტს, გვიან საღამოს ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკაცს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. პოლიციამ ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0