აფეთქება ვაზისუბანში - ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული შუა ხნის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
აფეთქება ვაზისუბანში ორშაბათს, 23 ოქტომბერს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამას ხანძარი მოყვა. ცეცხლმა კიდევ რამდენიმე ბინა დააზიანა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ტელეარხის ინფორმაციით, თავდაპირველად სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.
დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, ოჯახებს, რომელთა ბინებიც დაზიანდა და სადაც ცხოვრება შეუძლებელია, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.
აფეთქების ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. როგორც მცხოვრებლები აცხადებენ, კვირას კორპუსს გეგმური სამუშაოების გამო გაზმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა.
„ჩემი ინფორმაციით, სრულად ინფორმირებულები იყვნენ, როდის მოხდებოდა გაზის გათიშვა-ჩართვა. 15:00 საათზე ჩაირთო გაზი გაფრთხილების შემდეგ, მაგრამ კონკრეტულად ამ ბინაში რა მოხდა, ამის თქმა არ შემიძლია“, - განაცხადა ლაბუჩიძემ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0