პესკოვი: დაველოდოთ ისრაელის დასკვნას იარაღის წარმომავლობაზე

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2023
გამოწერა
თბილისი, 9 ოქტომბერი − Sputnik. საჭიროა დაველოდოთ ისრაელის დაზვერვის დასკვნებს იმის შესახებ, თუ როგორ და საიდან მოხვდა ესა თუ ის იარაღი რეგიონში, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
მასმედიის წარმომადგენლებმა პესკოვს კომენტარი სთხოვეს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პალესტინელებმა ღაზის სექტორში შესაძლოა უკრაინისგან მიღებული ამერიკული იარაღი გამოიყენეს.
მისი თქმით, ისრაელელები დეტალურად შეისწავლიან „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღის წარმომავლობას, რისთვისაც ისრაელს ყველა აუცილებელი სადაზვერვო ინფრასტრუქტურა გააჩნია.

„ასევე ცხადია, რომ ასობით ათასი ტონა შეიარაღება, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი უკრაინის ტერიტორიაზე გზავნის, მთლიანად იქ არ რჩება, რომ იარაღის ბარონები მის ნაწილს მთელ მსოფლიოში ყიდიან, რითაც სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სასიკვდილო საშიშროებას აჩენენ“, − აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე ამერიკელმა კონგრესვუმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამერიკული იარაღი, რომელიც „ჰამასმა“ ღაზის სექტორზე თავდასხმისას გამოიყენა, შესაძლოა, პალესტინამ ავღანეთიდან ან უკრაინიდან მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0