კონტაქტი იყო: პესკოვმა თურქეთში ფარულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich დმიტრი პესკოვი
 დმიტრი პესკოვი  - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვს ნამდვილად ჰქონდა კონტაქტი დასავლეთის წარმომადგენლებთან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციამდე ცოტა ხნით ადრე, მაგრამ ეს ის მოლაპარაკებები არ იყო, რაზეც Politico წერს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„არც მთლად ისე იყო, როგორც აღწერენ. [Politico-ს] მასალაში ბევრი უზუსტობაა, ბევრი შეცდომაა. <...> იყო გარკვეული კონტაქტები ყარაბაღთან დაკავშირებით, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ის მოლაპარაკებები არ ყოფილა, რაზეც წერენ“, — განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

Politico-მ დღეს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ 17 სექტემბერს სტამბულში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირები ყარაბაღში სიტუაციის მოგვარების განსახილველად.
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
მსოფლიო დღეს
Politico: რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები თურქეთში ფარულად შეხვდნენ
მანამდე Politico-მ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირები თურქეთში საიდუმლო მოლაპარაკებებზე შეხვდნენ ერთმანეთს მთიანი ყარაბაღის პრობლემებზე სასაუბროდ. გაზეთის ცნობით, მოლაპარაკებები ყარაბაღში აზერბაიჯანის „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე — 17 სექტემბერს გაიმართა. მას ესწრებოდნენ ვაშინგტონის უფროსი მრჩეველი კავკასიის საკითხებში ლუი ბონო, ევროკავშირის წარმომადგენელი რეგიონში ტოივო კლაარი და პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების საკითხებში იგორ ხოვაევი.
ყველა ახალი ამბავი
0