ნიკა მელია დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2023
გამოწერა
დღეს ენმ–ის წარმომადგენლები გლდანში, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმის შესახებ შეიტყვეს.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის ორი წევრი – ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გლდანში ადმინისტრაციული წესით დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
დღეს ენმ–ის წარმომადგენლები გლდანში, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შეკრებილებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
პოლიციელები ადგილზე დეპუტატზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, შსს–ში განაცხადეს, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს დეპუტატის სახლთან მყოფმა ადამიანებმა. ისინი სამართალდამცველებს თავიანთი მოვალეობის შესრულებაში უშლიდნენ ხელს, ასევე შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც სიტყვიერს, ისე ფიზიკურს.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად, სამი ადამიანი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის 126–ე მუხლით (ჯგუფური ძალადობა).
ირაკლი ეძგვერაძის თქმით, მას 30–ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს, ხოლო დამკვეთი საკრებულოს დეპუტატი კოტე ზარნაძე იყო „ქართული ოცნებიდან“.
„ნაცმოძრაობის“ წევრები თავიანთი გუნდის წევრის ცემას საკრებულოში დღეს მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებენ, რომლის შედეგად ეძგვერაძესა და ზარნაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპიდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0