რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2023
გამოწერა
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3,5 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 5,2%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, გადამუშავებული ტვირთების 48,6% გენერალური ტვირთია, 32% – თხევადი, 19,4% კი – ნაყარი ტვირთი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 4.021 გემი, რომელთა 31,8% გენერალური ტვირთის გადამზიდია, 30,1% – კონტეინერმზიდი, 29,9% – თხევადი ტვირთმზიდი, ხოლო 8,2% ნაყარ ტვირთმზიდებზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.
საქართველოს პრემიერი ჩინელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის შესახებ ესაუბრა>>>
2023 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 61,3%-ით მეტი კონტეინერმზიდი, 3,4%-ით მეტი თხევადი ტვირთმზიდი, 3,8%-ით ნაკლები – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 50%-ით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი.
აღნიშნულ პერიოდში პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 20,6% თურქეთის დროშით დაცურავდა, 13,7% – პანამის, 13,4% – ლიბერიის, 8,5% – მალტის, 6,2% – რუსეთის, 5,2% – ბულგარეთის, ხოლო 32,4% სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 1,3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 0,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 52,6%-ს შეადგენს.
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0