საირმის ტყეში ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / STRINGERმეხანძრეები
მეხანძრეები - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
გამოწერა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საირმის ტყეში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო როგორც ცოცხალი ძალა, ისე ავიაცია.
ხანძრის ქრობის პროცესში სამი ვერტმფრენი მონაწილეობდა.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0