ტყის ხანძრები საბერძნეთში - საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

© AP Photo / Petros Giannakourisხანძარი საბერძნეთში
ხანძარი საბერძნეთში - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2023
გამოწერა
დიპლომატიური მისია „ცხელი ხაზის“ ნომრებს აქვეყნებს.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საბერძნეთში საქართველოს საელჩო ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს.
ალექსანდროპოლისის რაიონში შაბათიდან ტყის ძლიერი ხანძარი მძვინვარებს, ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში გაჩენილ ხანძარს 18 ადამიანი ემსხვერპლა, შესაძლოა ისინი არალეგალი იმიგრანტები იყვნენ.
საქართველოს დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ქალაქ ასპროპირგოში, ელეფსინაში, პლაკას, დიკელას, მაკრისისა და ჩილის რაიონებში, ბეოტიის რეგიონში, კუნძულ კიტნოსსა და დასახლება იასმოსში.
საქართველოს მოქალაქეებს შეახსენეს, რომ საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს „ცხელი ხაზი“: +306952220000.
საელჩო ასევე აქვეყნებს საჭირო ტელეფონის ნომრებს: საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166.
საბერძნეთი ტყის ხანძრებს რამდენიმე დღეა ებრძვის. სტიქიის გამო ალექსანდროპოლისის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი ბორნით ახლომდებარე პორტში გადაიყვანეს. ევაკუირებულებს შორის არიან ახალშობილები და ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტები.
ყველა ახალი ამბავი
0