საძიებო სამუშაოები უბედურების ზონაში: შოვის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია შემოწმებულია

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაძიებო სამუშაოები შოვში
საძიებო სამუშაოები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
გამოწერა
საძიებო სამუშაოები მდინარის კალაპოტში გრძელდება.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. შოვის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია შემოწმებულია, მაშველები მძიმე ტექნიკის მდინარის კალაპოტში გადატანას აპირებენ, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
რაჭაში გიგანტური მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქედან 24-ის ვინაობა იდენტიფიცირებულია. უგზო-უკვლოდ შვიდი ადამიანია დაკარგული. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

„სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი", – განაცხადა მღებრიშვილმა და დასძინა, რომ დარჩენილ უბანზე აქამდე ნიადაგის გამო მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობა არ იყო.

მღებრიშვილის თქმით, ტექნიკის შეყვანის ყველა მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა. ახლა, როცა მაშველებმა შეამოწმეს ნიადაგი, ის უკვე მყარია და შეიძლება საძიებო სამუშაოების დაწყება.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
მღებრიშვილი: შოვში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის საკმარისზე მეტი რაოდენობაა მობილიზებული>>
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
თანდილაშვილი: შოვში მეწყერის ჩამოწოლის პროგნოზირების შეუძლებლობა დადასტურდა>>
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0