ლენტეხის მერიის შენობის დაცხრილვა: სასამართლომ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
გამოწერა
ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ლენტეხის მერიის შენობა, რასაც ხანძარიც მოჰყვა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შემთხვევა დაბა ლენტეხში გასული წლის 2 ნოემბერს მოხდა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ლენტეხის მერიის შენობა.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0