მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფილმმა „ბარბიმ“ სამ კვირაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

  - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2023
გამოწერა
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კომედია „ბარბის“ მიერ კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომლის პრემიერაც დაახლოებით სამი კვირის წინ გაიმართა, მსოფლიო მასშტაბით ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
როგორც კომპანია Warner Bros. Pictures-ში აცხადებენ, ფანტასტიკური ჟანრის კომედიამ აშშ-ის კინოთეატრებში 459 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო საზღვარგარეთ — 572,5 მილიონი აშშ დოლარი. ჯამში ეს 1.031,5 მილიონი დოლარია.
ფილმის პრემიერა, რომლის სცენარის ავტორიც ოსკარზე ნომინირებული მსახიობი და რეჟისორი გრეტა გერვიგია რეჟისორ ნოა ბაუმბახთან ერთად, 21 ივლისს შედგა. კომედია მოგვითხრობს თოჯინა ბარბის ისტორიას, რომელიც ბარბილენდიდან რეალურ სამყაროში მიემგზავრება.
შემოსავლების მიხედვით „ბარბი“ მეორე ადგილზეა 2023 წელს გამოსულ ფილმებს შორის. პირველ პოზიციაზეა ფილმი The Super Mario Bros., რომელიც ეკრანებზე „ბარბიზე“ სამი თვით ადრე გამოვიდა და რომლის შემოსავლებმაც 1,357 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აღნიშნება, რომ ახალმა კომედიამ სიმბოლურ ნიშნულს რელიზიდან 17 დღეში გადააჭარბა — უფრო მალე, ვიდრე Warner Bros Pictures-ის სხვა ნებისმიერმა სურათმა, მათ შორის, ჰარი პოტერის ფილმებმაც.
გარდა ამისა, „ბარბი“ ყველაზე საკასო ფილმად იქცა ყველა იმ სურათს შორის, რაც კი ოდესმე გადაუღიათ ქალ რეჟისორებს. მანამდე ამ მხრივ პეტი ჯენკინსის Wonder Woman ლიდერობდა, რომელიც კინოგაქირავებაში 2017 წელს გამოვიდა და დაახლოებით 822 მილიონი დოლარი მოაგროვა.
ყველა ახალი ამბავი
0