ზახაროვა იუნესკოს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2023
გამოწერა
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ უფლებამოსილებას გადააჭარბა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

„იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა აზულემ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებებს, დაადანაშაულა რა რუსეთი ოდესის ისტორიულ ცენტრზე სავარაუდო თავდასხმებში. მან არასწორად დანიშნა რუსეთი დამნაშავედ, როგორც მან თქვა, თავდასხმებში, აგრესიასა და კულტურული ობიექტების განზრახ განადგურებაში“, — აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას არაფერი აქვს საერთო ამ დარტყმებთან, ვინაიდან „რუსული არმია უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს“. ამიტომ საგარეო უწყება „გადაჭრით გმობს რუსეთის მიერ კულტურული ფასეულობების დაცვის კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებულ ინსინუაციებს“.
რუსი სამხედროები ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდნენ შეტევებს უკრაინის სხვადასხვა ობიექტზე. იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა ქალაქ ოდესის ისტორიული ცენტრი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს. კერძოდ, სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ოდესაში მდებარე ფერისცვალების ტაძრის დანგრევის მიზეზი უკრაინული საზენიტო მართვადი რაკეტის ჩამოვარდნა იყო.
ყველა ახალი ამბავი
0