ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

© Sputnik / STRINGERსაპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება
საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2023
გამოწერა
მრავლობითი ჭრილობა მამაკაცს მისმა მეგობარმა ცივი იარაღით მიაყენა.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი ყელის არეში დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ჩხუბი, რომელშიც რამდენიმე მამაკაცი მონაწილეობდა, 22 ივლისს გამთენიისას მოხდა.
მრავლობითი ჭრილობა ახალგაზრდა კაცს მისმა მეგობარმა ცივი იარაღით მიაყენა.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმების ცნობით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
მეგობრის დაჭრაში ეჭვმიტანილი მიმალვაშია და მას პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
ახალგაზრდები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0