საქართველოში რეგიონების გაზიფიკაცია აქტიურად გრძელდება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმილსადენი
მილსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2023
გამოწერა
გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გასულ წლებში სამცხე -ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირდა 24 დასახლებული პუნქტი და 2.555-მა აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. 2024 წლისთვის გაზიფიცირებული იქნება მოსახლეობის დაახლოებით 93%, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.
სოფლების გაზიფიცირება და ქვეყნის რეგიონების მოსახლეობის გაზმომარაგება 2023 წელს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბუნებრივი აირით ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტია უზრუნველყოფილი.
მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სამუშაოები საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 10 რეგიონის, 27 მუნიციპალიტეტის 104 დასახლებულ პუნქტში.
ჯამურად აშენდება 1.221.589 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც დამატებით 15.419 აბონენტს მისცემს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაო პროცესს დაესწრო.
საქართველოს მთავრობა მოსახლეობის გაზიფიკაციისთვის ათობით მილიონ ლარს გამოყოფს >>
მთავრობის დადგენილების საფუძველზე ხორციელდება გაზიფიცირების სამუშაოები ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის 14 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 138.301 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1.559 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გასულ წლებში სამცხე -ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირდა 24 დასახლებული პუნქტი და 2.555-მა აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა. 2024 წელს დაგეგმილია დამატებით 6 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელება.
ყველა ახალი ამბავი
0