საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდის ტურნირი გაიმართა - ვიდეო

© Ministry of Defense of Georgiaსაქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდის ტურნირი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდის ტურნირი გაიმართა  - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2023
გამოწერა
ღონისძიება ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, აღნიშნეს უწყებაში
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებში გაიმართა ტურნირი მკლავჭიდში - ერთმანეთს სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები შეეჯიბრნენ.
გამარჯვებულები 60, 70, 80, 90, 100, 100-ზე მეტ კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ.
გენერალი შტაბის სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს საპრიზო მედლები, ხოლო მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამხედროებს - გუნდური თასი გადასცეს.
თავდაცვის ძალებში სპორტული ტურნირები ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0