საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / Stringerსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2023
გამოწერა
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოში დღეს, დილით რამდენიმესაათიანი ინტერვალით 3,2 და 3,1 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისქვეშა ბიძგები 06:38 და 08:54 საათზე დაფიქსირდა, ეპიცენტრები კი 5 და 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.
პირველი მიწისძვრა დედოფლისწყაროდან 25 კმ-ში სოფელ გამარჯვებასთან, მეორე კი თბილისიდან 57 კილომეტრში სოფელ მამიშლართან მოხდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საქართველო – საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0