ყაზბეგში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliყაზბეგი
ყაზბეგი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2023
გამოწერა
KAZBEGI FEST სათავეს 2018 წლიდან იღებს.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში 28-29 ივლისს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი KAZBEGI FEST ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წლევანდელი ფესტივალი ტარდება ელექტრონული მუსიკის სკოლასთან „303Hz და 11TH“ კოლაბორაციით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ორდღიან ფესტივალზე ყაზბეგის ულამაზეს ბუნებაში ორი სცენა მოეწყობა.
© Courtesy of Kazbegi FestKazbegi Fest
Kazbegi Fest - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2023
Kazbegi Fest
„Main Stage, სადაც ქართველი ლოკალური წამყვანი არტისტების მოსმენას შეძლებთ, მეორე სთეიჯზე 303Hz x 11th - შეხვდებით ბოლო პერიოდში გამორჩეულ დამწყებ არტისტებს, სკოლების კურსდამთავრებულებს და რამდენიმე მენტორს, რომლებიც ასევე ლოკალური არტისტები არიან და დიდი წვლილი მიუძღვით ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის განვითარებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ერთდღიანი ბილეთებისა და მულტიპასის შეძენა tkt.ge-ზე არის შესაძლებელი.
KAZBEGI FEST (ელექტრონული მუსიკის ფესტივალი მთაში) სათავეს 2018 წლიდან იღებს.
ყველა ახალი ამბავი
0