რა აკლია მეთხილეობას საქართველოში - ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2023
გამოწერა
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში დარგის გამოცდილება შეადარა.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. სოფლის პროდუქციის, მათ შორის თხილის წარმოების ხარისხიანი და რაოდენობრივი ზრდისთვის მნიშვნელოვანია ფერმერული კოოპერატივების შექმნა, განაცხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ.
ექსპერტმა შეაფასა ასოციაციის, სხვადასხვა კოოპერატივის, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლების, ასევე სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელთა საქმიანი ვიზიტი ბელგიასა და საფრანგეთში, რომლის მიზანი იყო ევროპული გამოცდილებისა და სტანდარტების დანერგვა საქართველოს აგრარულ სექტორში.

„წარმოიდგინეთ, საფრანგეთის სამი მეოთხედი სწორედ კოოპერატივებშია გაერთიანებული. ძალიან კარგად მუშაობს ევროპაში ეს სისტემა, რაც საბოლოო ჯამში წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობაზე აისახება. კოოპერატივებს აქვთ როგორც სახელმწიფო სუბსიდია, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება, ასევე ევროკავშირისგან იღებენ სხვადასხვა გრანტებს“, – განაცხადა თოდუამ „პირველი არხის“ პროგრამა „ბიზნეს-პარტნიორის“ ეთერში.

მისი თქმით, საფრანგეთსა და ბელგიაში ქართული დელეგაცია ევროპული კოოპერატივებისა და ფერმერთა ასოციაციების საქმიანობასა და გამოცდილებას გაეცნო. თოდუამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ასევე აუცილებელია სოფლის მეურნეობის უმაღლეს დონეზე განვითარება.
„ევროპაში, ჩვენ სადაც ვიმყოფებოდით, ფაქტობრივად, დაუმუშავებელი მიწა არსად გვინახავს, დაწყებული საფრანგეთიდან, ბელგიამდე. ყველგან სხვადასხვა კულტურაა გაშენებული. კოოპერატივები და ასოციაციები მუშაობს უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა თოდუამ.
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAსაექსპორტოდ გამზადებული ქართული თხილი
Грузинский фундук готов к отгрузке на экспорт - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2023
საექსპორტოდ გამზადებული ქართული თხილი
მან ასევე შეაფასა ის ფაქტი, რომ ევროპაში აგრარულ სფეროს დიდი მხარდაჭერა აქვს როგორც სხვადასხვა ორგანიზაციის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, და მან ეს მასშტაბები საქართველოს შეადარა.
რა უპირატესობა აქვს თხილის მწარმოებლებისთვის ახალ პროგრამას>>
„საქართველოშიც არის, ცხადია, გარკვეული ხელშემწყობი პროგრამები, თუმცა, ბუნებრივია, ქართული და ევროპული რესურსი განსხვავდება. სწორედ ამიტომ იქნება კარგი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და შემდეგ უკვე ევროკავშირშიც მიგვიღონ, იმიტომ რომ იქ გაცილებით მეტია რესურსი, რაზე წვდომა ჩვენც გაგვიჩნდება“, – განაცხადა თოდუამ.
დარგის დახმარება
საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰა-მდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰა-ზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.
ოთარ შამუგიამ თხილის ექსპორტის პოტენციალზე ისაუბრა>>
უფრო ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია პროდუქცია იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი, რათა ქართველმა ფერმერებმა ღირსეული შემოსავალი მიიღონ,
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეადგენს თხილის კადასტრს, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0