რის ხარჯზე გაიზარდა ბიძინა ივანიშვილის ქონება - ლადო ბოჟაძის განმარტება

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2023
გამოწერა
ქონების გაზრდა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის მიერ გახმაურებული სასამართლო პროცესის მოგებას და მისი კუთვნილი თანხების დაბრუნებას, დაწერა დეპუტატმა
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. რადიკალური ოპოზიცია ახალ დეზინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონების გაზრდა თითქოსდა უკრაინაში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ დაწერა.
უკრაინაში მოვლენების დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონება 5 მილიარდ 650 მილიონიდან 6 მილიარდ 100 მილიონამდე გაიზარდა, იუწყება ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველი“ Bloomberg-ზე დაყრდნობით. ახლა ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 402-ე ადგილზეა.
დეპუტატის თქმით, სინამდვილეში ქონების გაზრდა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის მიერ გახმაურებული სასამართლო პროცესის მოგებას და მისი კუთვნილი თანხების დაბრუნებას.
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
„სინამდვილეში ქონების გაზრდა უკავშირდება გახმაურებულ სასამართლო პროცესებში ბიძინა ივანიშვილის გამართლებას და მისთვის კუთვნილი თანხების დაბრუნებას, იმ თანხების რომლებიც შვეიცარიულმა ბანკმა სრულიად უკანონოდ განკარგა, რაც დადასტურდა კიდეც სასამართლო სხდომებზე“, - დაწერა ვლადიმერ ბოჟაძემ სოციალურ ქსელში.
ბოჟაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია 2011 წლიდან ითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, მაგრამ უშედეგოდ.
ასეთი მოთხოვნა გაისმა სანქციების საკითებში სამი საერთაშორისო სპეცწარმომადგენლის თბილისში ვიზიტის დროსაც. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო"სალივანი და სანქციების საკითხებში აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ჯიმ ო"ბრაიენი და კუმარ აიერი.
Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის 607 მილიონის გადახდა მაინც მოუწევს >>
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება დევიდ ო'სალივანმა საერთოდ არ ისურვა. რადგან გუშინ კიდევ ერთხელ იქნა მხილებული რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებაში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში, სანქციების დაწესების მოთხოვნის უსაფუძვლობაში“, - დაწერა ბოჟაძემ.
ომის და ღალატის პარტია, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი შედეგს ვერასდროს მიაღწევენ, რადგან სიმართლე ერთია და ეს სიმართლე იცის მთელმა მსოფლიომ და საქართველომ, დაასკვნა მან.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ 2016 წლიდან გრძელდება. ერთ შემთხვევაში საუბარია თაღლითობის შედეგად მიყენებულ ზიანზე, როდესაც ივანიშვილის ანგარიშებიდან 400 მლნ დოლარი გაქრა, მეორეში კი Credit Suisse-ის ორ ტრასტზე, რომლებმაც 2022 წლის 4 მარტიდან მოთხოვნილი ტრანზაქციების განხორციელებაზე უარი განაცხადეს.
ყველა ახალი ამბავი
0