რუსეთის ქართული დიასპორა თანამემამულეებს ვორონეჟსა და დონის როსტოვში მგზავრობას არ ურჩევს

© courtesy of Federal Georgian national-cultural autonomy in Russiaდავით ცეცხლაძე
დავით ცეცხლაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2023
გამოწერა
რუსეთში არსებული საქართველოს ეროვნულ-კულტურული ფედერალური ავტონომია კავშირშია თავის კოლეგებთან და საჭიროების შემთხვევაში მზადაა მოქალაქეებს კონსულტაცია და ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე დედაქალაქსა და რუსეთის ფედერაციის ზოგიერთ სამხრეთ რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამოცხადებასთან დაკავშირებით მოუწოდებს თანამემამულეებს, თავი შეიკავონ მანქანით მგზავრობისგან ვორონეჟისა და დონის როსტოვის მიმართულებით, ასევე დედაქალაქისკენ სამხრეთის მიმართულებით.
„ყველა სახელმწიფო დაწესებულება, მათ შორის ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. მოსკოვში და იმ რეგიონებში გადაადგილებისას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები", - ნათქვამია ცეცხლაძის განცხადებაში.
მისივე თქმით, რუსეთში არსებული საქართველოს ეროვნულ-კულტურული ფედერალური ავტონომია კავშირშია თავის კოლეგებთან და საჭიროების შემთხვევაში მზადაა მოქალაქეებს კონსულტაცია და ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს.
„გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +7 (965) 311-99-95“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
გასულ ღამეს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განცხადება, რომ ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციას წარმოადგენს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს. ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე აღძრა (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლი).
პრიგოჟინი აცხადებდა, რომ „ვაგნერის“ კოლონა დონის როსტოვისკენ მიემართება. ჯარების (ძალების) გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილემ, არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, თავის მხრივ, მოუწოდა „ვაგნერის“ ჯგუფის მეთაურებს და მებრძოლებს დაემორჩილონ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნებას და საკითხი მშვიდობიანად გადაწყვიტონ.
ყველა ახალი ამბავი
0