საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდება - რა წერია კანონპროექტში

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2023
გამოწერა
მთავარი სიახლე შეეხება მოქალაქეობის არმქონე პირებს - საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ვადა 10-დან 5 წლამდე შემცირდება
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები მალე „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას დაიწყებენ, რაც რიგ შემთხვევებში გაამარტივებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.
წარმოდგენილი ცვლილებებით, მთავარი სიახლე მოქალაქეობის არმქონე პირებს შეეხება. დღეის მდგომარეობით ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად დადგენილია საქართველოში ცხოვრების მინიმუმ 10 წელი, რაც მცირდება 5 წლამდე. რაც შეეხება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მოქალაქეობის მისაღებად საქართველოში ცხოვრების მინიმალური ვადა უცვლელია - 10 წელი.
გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად კვლავ საჭიროა ქართული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნა.
თუმცა, ცვლილებების მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს საშუალება ექნებათ განაცხადის წარდგენამდე დაადასტურონ თავიანთი ცოდნა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მეშვეობით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულოში. ამ შემოწმების შედეგები ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში და წარედგინება მოქალაქეობის განაცხადთან ერთად.
როგორ განხორციელდება შემოწმება და ასევე მის ღირებულებას იუსტიციის მინისტრი ბრძანებით დაადგენს.
მოქმედი კანონმდებლობით, ცოდნის შემოწმებაზე პასუხისმგებელია მოქალაქეობის საკითხთა კომისია. ცოდნის დადასტურების მსურველები გამოცდებს ტესტირების სახით მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის შემდეგ აბარებენ.
ცვლილებები სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0