„დავაში იბადება ჭეშმარიტება“ - არის თუ არა მოსალოდნელი პრეზიდენტის იმპიჩმენტი

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის დიდი ხანია ღია კონფლიქტია.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას უთანხმოების გამო არ აპირებს – სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი უნდა დაფასდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია. პრეზიდენტი ადებს ვეტოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს, მათ შორის ეროვნული ბანკის შესახებ, ამასთან ღიად ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში.

„იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად... ჩვენ ვუყურებთ ამას როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს და პრეზიდენტის ინსტიტუტი შესაბამისად უნდა იქნას დაფასებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

ამავდროულად ვოლსკი თვლის, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს გარკვეული მექანიზმი, რომ „ქვეყანა შეარყიონ".
„ქვეყნისთვის გაცილებით მძიმე იქნება ამ აზრთა სხვადასხვაობის გადაყვანა იმ არხში, როცა სპეკულაციური პოლიტიკური სუბიექტები ისარგებლებენ მდგომარეობით და ქვეყნის შერყევისთვის კიდევ დამატებით რესურსი და ბერკეტი მიეცემათ. ჩვენ ვჯერდებით მთავარ ფორმულაზე – დავაში იბადება ჭეშმარიტება, და შევეცდებით ამ ფორმულით გავყვეთ იმ პერიოდს, რომელსაც პრეზიდენტის, კონკრეტული ადამიანის მმართველობის პერიოდი ჰქვია", – აღნიშნა მან.
იმპიჩმენტი
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუხებელია. თანამდებობაზე ყოფნისას არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
პრეზიდენტის გადაყენება მხოლოდ იმპიჩმენტის გზით შეიძლება.
იმპიჩმენტის მიზეზი შეიძლება გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები.
იმპიჩმენტის პროცედურა შეიძლება დაიწყოს ქვეყნის პარლამენტმა. ამისთვის საჭიროა დეპუტატების მთელი შემადგენლობის 1/3-ის თანხმობა.
შემდეგ საქმე უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ერთი თვე ექნება განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად. თუ აღმოჩნდება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ან მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იყო, პარლამენტმა ორ კვირაში უნდა განიხილოს საკითხი და მას კენჭი უყაროს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის დეპუტატების ხმების 2/3-ია საჭირო.
არ შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, თუ ქვეყანაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობაა.
თუ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ვადაზე ადრე შეწყვეტს, მის ვალდებულებებს პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0