ვის შეეხება რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება

© photo: Sputnik / Stringerასლარიანები
ასლარიანები - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2023
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა" ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სესხზე საპროცენტო განაკვეთი 179 ათასზე მეტ მომხმარებელს შეუმცირდება, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 10 მაისის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 11%-დან 10,5%-მდე შემცირდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 10.688 მლნ ლარის მოცულობის 179.600 სესხია გაცემული. მათი დიდი ნაწილი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

179.600 ხელშეკრულებიდან 78.000 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1.740 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილის მდგომარეობით 20,55% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, 1 აპრილის მონაცემებით, 73 ათასი სესხია მიბმული, საშუალოდ 14,53%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3.433 მილიონი ლარია.
27.700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს-სესხების გასაცემად, რაც 1 მარტთან შედარებით 100-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 5.477 მილიონი ლარია, საშუალოდ 14,50%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ, 1 აპრილის მონაცემებით, 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 23,3 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 16,88%-ში გაასესხეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა
ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 15,2 მილიონი ლარია.
1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42,9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზეა – 20,55%, რომელსაც მოჰყვება ავტოსესხი – 16,88%-იანი განაკვეთით.
1 აპრილის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. 1 მარტის მონაცემებთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არცერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა.
ყველა ახალი ამბავი
0