საქართველო მორიგი ტრანშის აღებას არ გეგმავს: სსფ-ის მისიის თბილისში ვიზიტის შედეგები

© AP Photo / Andrew Harnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2023
გამოწერა
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას სარეზერვო დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში მეორე მიმოხილვის დასრულების პოლიტიკის შესახებ, იუწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
ფონდის მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით თბილისში შეხვედრებს 2023 წლის 27 აპრილიდან 10 მაისამდე მართავდა, რათა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეორე მიმოხილვა განეხილათ.

„პროდუქტიული დისკუსიების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ და სავალუტო ფონდის გუნდმა მიაღწიეს თანამშრომლების დონეზე შეთანხმებას SBA-ს მეორე მიმოხილვის დასრულების პოლიტიკის შესახებ. შეთანხმება 2023 წლის ივნისში ექვემდებარება აღმასრულებელი საბჭოს მიერ განხილვას. მისი დასრულების შემდეგ საქართველო დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიღებს“, — ნათქვამია სსფ-ის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მეორე მიმოხილვის ეფექტურობისთვის ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი შეასრულა ერთის გარდა. კერძოდ, შესრულდა ინფლაციის, ფისკალური ბალანსისა და საერთაშორისო რეზერვების კრიტერიუმები, ასევე გამოსწორდა ბიუჯეტის დაკრედიტების მცირე გადახარჯვა.

საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა

როგორც ფონდის მისიაში აცხადებენ, საქართველოს ეკონომიკამ კარგი შედეგები აჩენა პანდემიის შემდეგ, აიცდინა რა რუსეთის უკრაინაში სამხედრო მოქმედებების უარყოფითი შედეგები გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით.
„უკრაინაში კონფლიქტით გამოწვეული იმიგრაციისა და ტურიზმის ზრდამ, ფინანსურმა შემოდინებამ და სატრანზიტო ვაჭრობამ ეკონომიკური ზრდისა და ბიუჯეტის შემოსავლების სტიმულირება გამოიწვია. ასევე გააძლიერა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და ლარის კურსი“, — ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტის თანახად, საქართველოს ხელისუფლებამ ისარგებლა შედარებით ხელსაყრელი პირობებით ფისკალური და სავალუტო რეზერვების აღსადგენად. ფინანსური სისტემა რჩება ჯანსაღი, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებებმა, რომელიც ბანკებისგან შესაბამისი სანქციების დაცვას მოითხოვს, ხელი შეუწყო ომის გავლენის შეზღუდვას.

საქართველო სსფ-სგან თანხის აღებას არ გეგმავს

სსფ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ტრანშის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა არ გეგმავს მორიგი ტრანშის აღებას.

„საქართველოს ხელისუფლება პროგრამას კვლავ პრევენციულ მნიშვნელობას ანიჭებს, ანუ გამოყოფილი თანხების სესხებას ამ ეტაპზე არ გეგმავს“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მანამდე, 2022 წლის დეკემბერში სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსთვის Stand By-ს სამწლიანი ხელშეკრულების პირველი მიმოხილვა და ქვეყანას 40 მილიონი დოლარი გამოუყო, მაგრამ მთავრობამ თანხის მიღებისგან თავი შეიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0