ღარიბაშვილი: სამამულო ომში გამარჯვებაში საქართველოს როლი უდავოდ შეუფასებელია

© photo: Sputnik / Stringer9 მაისი - კიკვიძის პარკი
9 მაისი - კიკვიძის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
გამოწერა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა.
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი მიულოცა და მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
მესამე წელია თბილისში ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები 9 მაისს იკრიბებიან არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა, არამედ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი). ვაკის პარკში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

„მინდა პირველ რიგში ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე – დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხების და ჩვენი გამარჯვების დღე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის როლი ამ დიდ სამამულო ომში გამარჯვებაში არის უდავოდ შეუფასებელი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომში 700 ათასი ქართველი მონაწილეობდა და მათგან ნახევარი გმირულად შეეწირა იმ იდეას, რასაც ერქვა ბოროტების დამარცხება და ფაშიზმზე გამარჯვება.

„ამიტომაც კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე და ჩვენს გმირ ვეტერანებს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ყველაფრისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 116 ვეტერანი ცხოვრობს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 ათასი ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობით ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0