საქართველოში მიწისძვრა მოხდა

CC BY-SA 2.0 / Ken Lund / Seismographsსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2023
გამოწერა
ინფორმაცია ნგრევის ან ადამიანური მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. დმანისიდან 12 კილომეტრში დასავლეთით, სოფელ პანტიანში (თბილისიდან 63 კმ) 19:37 საათზე 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის კერა 10 კმ სიღრმეზე იყო.ინფორმაცია ნგრევის ან ადამიანური მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა – 7-ბალიანი მაგნიტუდის 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
ყველა ახალი ამბავი
0