ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკისა და სსფ-ის ყოველწლიურ შეხვედრაში

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2023
გამოწერა
დაგეგმილია ლაშა ხუციშვილის გამოსვლა მაღალი დონის დისკუსიაზე: „გლობალური რისკების დაძლევა - სახელმწიფო ვალის მართვის შესაძლებლობების განვითარება“.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 9-17 აპრილს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კომერციის დეპარტამენტში, აშშ-ის ხაზინაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
„ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლის. ორმხრივი მოლაპარაკებები ასევე შედგება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
დაგეგმილია ლაშა ხუციშვილის გამოსვლა მაღალი დონის დისკუსიაზე: „გლობალური რისკების დაძლევა – სახელმწიფო ვალის მართვის შესაძლებლობების განვითარება“.
მინისტრთან ერთად დელეგაციაში არიან ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0