საქართველო მსოფლიო ბანკისგან 46 მილიონ ევროს მიიღებს

© AP Photo / Andrew Harnikმსოფლიო ბანკის შენობა
მსოფლიო ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
გამოწერა
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ქვეყნის მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაციის ფარგლებში მსოფლიო ბანკი საქართველოს 46,3 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.
სახსრები მოხმარდება მწვანე და მდგრადი განვითარების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.
შესაბამის საკრედიტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
პროგრამა მოიცავს კლიმატის ცვლილების კუთხით ვალდებულებებს (ტყის მდგრადი მართვა, სამრეწველო ემისიების მართვა, განახლებადი ენერგიების წარმოება), პირობითი ვალდებულებებისა და ფისკალური რისკების შერბილებას (სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის პროცედურები და მმართველობის ფორმები), მიწაზე, წყალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას (ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, გადახდის სისტემები და გადახდის სერვისები).
გერმანია დაინტერესებულია საქართველოდან ევროპაში ენერგეტიკული ხიდის პროექტით>>>
საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი სულ ითვალისწინებს 69,3 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მობილიზებას.
პროექტის ძირითადი მიზანია კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება.
პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი და კრედიტი გასცა.
ყველა ახალი ამბავი
0